weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მინდა ვთხოვო მთავრობის წევრებს, ეს არაა მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად – ტიკარაძე

22:57 კვირა, 08 აგვისტო 2021

„დღეს არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო კოვიდპანდემიის ბრძოლას, რომელიც არანაკლებ რთულია. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი გაიგივება აგვისტოს ომთან, მაგრამ დღეს მთელს მსოფლიოსთან ერთად ვდგავართ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე, რომელიც არ არის გამოწვევა მხოლოდ ექიმებისთვის. ეს არის საკაცობრიო გამოწვევა და ყველანი ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, „კოვიდ-19“-ს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა გორში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე გამოსვლისას.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ისმის გამო, რომ მოქალაქეები თავს ვერ იკავებენ ხალხმრავალი შეკრებებისგან, ჯანდაცვის სექტორი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მან მთავრობის წევრებსაც სთხოვა, რეკომენდაციები დაიცვან.

„მაშინ, როდესაც 30-ობით ოჯახი დღეს კარგავს თავის დედას, მამას, დას, ძმას, შვილს, არ შეიძლება, რომ ჩვენ დავრჩეთ გულგრილები და არ შეიძლება ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმეორებთ.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვთმობთ და სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მინდა, დღეს ვთხოვო ასევე მთავრობის ყველა წევრს, რომ ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი კი გარდაიცვალა. გუშინ ინფიცირების 4216 და გარდაცვალების 38 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 41 ათასზე მეტია.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად ხალხმრავალი შეკრებები და სუფრები მაინც იმართება. ერთ-ერთ ასეთს გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]